Accentnews.ge
რუსეთში Facebook-ის შემდეგ Twitter–საც ბლოკავენ

რუსეთში Facebook-ის შემდეგ Twitter–საც ბლოკავენ

05/03/2022 06:59:32 მსოფლიო

რუსეთში სოციალური ქსელი Twitter დაბლოკეს.

GlobalCheck-მა დაადგინა, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით Twitter მიუწვდომელია.

მანამდე როსკომნადზორმა Facebook დაბლოკა.

გადაწყვეტილების ფონია, რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომი. კრემლმა საკუთარი მოსახლეობის ინფორმაციულ ვაკუუმში მოსაქცევად დაბლოკა ის ერთეული მედიასაშუალებებიც, რომელთა მეშვებითაც რუსეთში ალტერნატიული ვერსიის ხილვა იყო შესაძლებელი მათ შორის უკრაინაში რეალურად მიმდინარე მოვლენების შესახებ. კრემლმა 15–წლიანი სასჯელი განსაზღვრა "ფეიკ–ნიუსების" გამავრცელებლებისთვის რუსული არმიის ქმედებების შესახებ.

ხოლო რეალური სურათი, რომელსაც კრემლი საკუთარი მსახლეობისგან დამალვას ცდილობს, ასეთია: რუსული ძალები ბომბავენ საცხოვრებელ სახლებს, სკოლებს, საბავშვო ბაღებს, საავადმყოფოებს, ცეცხლს უხსნიან მშვიდობიან მოქალაქეებს, დაფიქსირდა აკრძალული იარაღის გამოყენების ფაქტები.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S