Accentnews.ge
გაერო: უკრაინაში შეჭრის შემდეგ ქვეყანა 1.2 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა

გაერო: უკრაინაში შეჭრის შემდეგ ქვეყანა 1.2 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა

05/03/2022 06:49:01 ევროპა

გაეროს ინფორმაციით, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ ქვეყანა 1.2 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა.

UNICEF-ის ცნობით კი იძულებით გადაადგილებულთა შორის დაახლოებით ნახევარი მილიონი ბავშვია.

გაეროს ლტოლვილთა სააგენტო ვარაუდობს, რომ ომის შედეგად საერთო ჯამში, 4 მილიონზე მეტ უკრაინელს დასჭირდება თავშესაფარი და დახმარება.

„ქვეყნის დატოვების მასშტაბი დიდია. ჩვენ ვიცით, რომ კიდევ ბევრი ადამიანი აპირებს ქვეყნის დატოვებას. ასევე სავარაუდოდ ამდენივე ადამიანია უკრაინის შიგნით იძულებით გადაადგილებული“, - განაცხადა გაეროს ლტოლვილთა სააგენტოს კომუნიკაციების ხელმძღვანელმა.

ლტოლვილთა ნახევარზე მეტი - 649 903 ადამიანი ევროკავშირის წევრ პოლონეთში გადავიდა. დაახლოებით 12% - 144 738 ადამიანი უნგრეთში, დანარჩენები კი ძირითადად მოლდოვას, რუმინეთსა და სლოვაკეთს აფარებენ თავს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S