Accentnews.ge
სინგაპური რუსეთს სანქციებს უწესებს

სინგაპური რუსეთს სანქციებს უწესებს

05/03/2022 05:47:11 მსოფლიო

სინგაპურის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ისაუბრა იმ სანქციებზე, რომელსაც რუსეთს უწესებს.

ქალაქ-სახელმწიფოს სანქციები შეეხება 4 რუსულ ბანკს, ცენტრალურ ბანკსა და რუსეთის ხელისუფლებას. სინგაპური ასევე სამხედრო ექსპორტზე ემბარგოს დაუწესებს რუსეთს.

სინგაპურის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ფინანსური სანქციები შეეხება VTB, Vnesheconombank, Promsvyazbank და Rossiya Bank-ს. სინგაპურში დასახელებულ ბანკებთან ტრანზაქციები იკრძალება და მათი აქტივები იყინება.

სინგაპურმა მის ფინანსურ ინსტიტუტებს უკრძალავს ყველა ტრანზაქციას რუსეთის ცენტრალური ბანკიდან და რუსეთის ხელისუფლებიდან და მათ მფლობელობაში არსებული სამართლებრივი ობიექტებიდან.

ექსპორტზე ემბარგო ვრცელდება სამხედრო ნაწარმსა და ნებისმიერ მაღალტექნოლოგიურ პროდუქტზე, რაც რუსეთმა შესაძლოა უკრაინის წინააღმდეგ გამოიყენოს.

"ჩვენ ვაფასებთ რუსეთთან და რუს ხალხთან კარგ ურთიერთობებს, მაგრამ ვერ მივიღებთ რუსი ხელისუფლების მხრიდან სხვა სახელმწიფოს სუვერენულობისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას. მაგრამ ისეთი პატარა სახელმწიფოსთვის, როგორიცაა სინგაპური, ეს არა თეორიული პრინციპი არამედ საშიში პრეცედენტია. შესაბამისად, სინგაპური მტკიცედ გმობს რუსეთის უკრაინაზე არაპროვოცირებულ თავდასხმას" - აცხადებს სინგაპურის საგარეო საქმეთა მინისტრი.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S