Bloomberg: Samsung რუსეთში ტელეფონებისა და სხვა ტექნიკის მიწოდებას წყვეტს
05/03/2022 05:44:47 მსოფლიო
Bloombger-ის ინფორმაციით, სამხრეთ კორეიული ბრენდი Samsung Electronics Co რუსეთში ტელეფონების, მეხსიერების ბარათებისა და სხვა ტექნიკის მიწოდებას წყვეტს.
კომპანიის გადაწყვეტილება რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრას უკავშირდება. ამით Samsung მსოფლიოს მასშტაბით რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს უკავშირდება.
მანამდე რუსეთის ბაზარი დატოვეს ავტომობილების მწარმოებლებმა, ასევე Apple-მა, Booking.com-მა, Airbnb-მ და სხვა.


