რუსეთში მაუწყებლობას CNN-ც წყვეტს
05/03/2022 05:42:52 მსოფლიო
სხვა მედიასაშუალებების შემდეგ ამერიკული ტელეკომპანია CNN აცხადებს, რომ რუსეთში წყვეტს მუშაობას.
მედია აცხადებს, რომ ეს არის მათი პასუხი იმ აკრძალვებზე, რაც რუსეთის ხელისუფლებამ უკრაინაში ომის მიმდინარეობისას დამოუკიდებელი მედიას დაუწესა.
რუსეთის დუმამ ცოტა ხნის წინ მიიღო კანონი, რომლის მიხედვითაც რუსეთის არმიის შესახებ "ცრუ ინფორმაციის" გავრცელების შემთხვევაში მედიას სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება.
„CNN რუსეთში მაუწყებლობას წყვეტს. ჩვენ ვაგრძელებთ სიტუაციის შეფასებას და ჩვენს შემდეგ ნაბიჯებზე გადაწყვეტილებას მივიღებთ" - განაცხადა კომპანიის პრესსამსახურმა.
რუსეთში მუშაობის შეწყვეტის შესახებ უკვე განაცხადა მათ შორის BBC-მ და CBC-მ და Bloomberg-მა.


