Accentnews.ge
მოსკოვი ლავროვისა და კულებას თურქეთში შეხვედრის იდეას მხარს უჭერს

მოსკოვი ლავროვისა და კულებას თურქეთში შეხვედრის იდეას მხარს უჭერს

04/03/2022 19:53:32 ევროპა

რუსეთის ფედერაციის მუდმივმა წარმომადგენელმა ჟენევის შტაბ-ბინაში გენადი გატილოვმა განაცხადა, რომ კარგ იდეად მიიჩნევს თურქეთის ინიციატივას რუსეთისა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის ორგანიზების თაობაზე.

გატილობს რუსული სააგენტო "РИА Новости" ციტირებს:„მოსკოვი კარგ იდეად მიიჩნევს თურქეთის მიერ რუსეთისა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის ორგანიზებას ანტალიის დიპლომატიურ ფორუმზე“.

4 მარტს თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ რუსეთისა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრებს სერგეი ლავროვსა და დიმიტრო კულებას ანტალიაში, დიპლომატიურ ფორუმზე შეხვედრის ორგანიზება შესთავაზა. ის თურქეთში 11-დან 13 მარტამდე უნდა გაიმართოს.

ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ ლავროვმა ფორუმში მონაწილეობა დაადასტურა.

თურქეთს არ დაუკეტავს თავისი საჰაერო სივრცე რუსული თვითმფრინავებისთვის.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S