BBC–ს რუსეთიდან ჟურნალისტები გაჰყავს
04/03/2022 19:40:52 მსოფლიო
BBC–ს რუსეთიდან დროებით გაჰყავს საკუთარი ჟურნალისტები, რაც დაკავშირებულია ახალ კანონთან, რომელიც 15–წლამადე სასჯელს ითვალსწინებს „ფეიკ–ნიუსების“ გამავრცელებლებისთვის რუსული არმიის ქმედებების თაობაზე. როგორც კრემლი მოითხოვს, ჟურნალისტებმა მხოლოდ ხელისუფლების მიერ მიწოდებული ინფორმაცია უნდა გამოიყენონ უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული ომის შესახებ.
BBC–ს გენდირექტორის ტიმ დეივის თქმით, ახალი კანონი ფაქტობრივად კრიმინალიზებას ახდებს დამოუკიდებელი ჟურნალისტიკის:
„ეს სხვა გზას არ გვიტოვებს, გარდა იმისა, რომ შევაჩეროთ BBC–ნიუსის მუშაობა, ვიდრე გავერკვევით ამ უსიამოვნებაში. ჩვენი პერსონალის უსაფრთხოება უპირველესი პრიორიტეტია და არ შეგვიძლია, ისინი სისხლის სამართლებრივი დევნის საფრთხის რისკის ქვეშ დავაყენოთ იმის გამო, რომ საკუთარ საქმეს აკეთებენ".
მისი თქმით, ჟურნალისტები საქმიანობას რუსეთის ფარგლებს გარეთ გააგრძელებენ:
„ჩვენი ჟურნალისტები ამის შემდეგაც უამბობენ მსოფლიოს უკრაინაში შეჭრის შესახებ“.


