Accentnews.ge
აკუნინი: "რუსეთი ბანდიტების ერთი დაჯგუფების მიერ არის დაპყრობილი"

აკუნინი: "რუსეთი ბანდიტების ერთი დაჯგუფების მიერ არის დაპყრობილი"

04/03/2022 20:06:17 საზოგადოება

რუსეთთან ომში უკრაინის მხარდასაჭერად თბილისში, რუსთაველის გამზირზე შეკრებილ ხალხს გააცნეს წარმოშობით ქართველი რუსი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის ბორის აკუნინის (გრიგორი ჩხარტიშვილის) მიმართვა.

„მე ვარ ქართველი, მაგრამ რუსი მწერალი. მე მიყვარს რუსეთი. ჩემთვის აუტანელია იმის ხილვა თუ რა ემართება მას ახლა, მაგრამ უფრო მძიმეა იმის ყურება, რასაც რუსეთი უკრაინას უკეთებს. სწორედ, ამას ვგრძნობდი 2008 წელს, როდესაც რუსეთი საქართველოს თავს დაესხა.

გემუდარებით, გემუდარებით, უკრაინელებს, ქართველებს, ყველას, ყველას, გახსოვდეთ, პუტინის სახელმწიფო და რუსეთი არ არის ერთი და იგივე. რუსეთი დაპყრობილია ბანდიტების ერთი დაჯგუფების მიერ. ის ტყვეობაშია. არსებობს მეორე, ნამდვილი რუსეთი. ის ცოცხალია. ის იბრძვის და ერთხელაც გადააგდებს ამ დანაშაულებრივ რეჟიმს, რომელიც ტყუილსა და შიშზე დგას.

ადამიანებს უნდა აერთიანებდეს არა მოქალაქეობა და ნაციონალური იდენტობა, არამედ საერთო შეხედულება სიკეთესა და ბოროტებაზე. ამ ყველაფერზე ნამდვილ, ცოცხალ რუსებს ზუსტად ისეთივე წარმოდგენა აქვთ, როგორც თქვენ და ამიტომ ჩვენ ერთად ვართ", - ამბობს აკუნინი მიმართვაში.

თბილისში, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, სხვადასხვა ფორმატში ყოველდღე იმართება უკრაინის მხარდამჭერი აქციები. დღეს აქციის მონაწილეებს მიმართეს საქართველოსა და უკრაინის პრეზიდენტებმა, საქართველოში უკრაინის ელჩმა. ზელენსკიმ ითხოვა, რომ ხალხი არ გაჩუმდეს, არ შეამცირონ მხარდაჭერა.

უკრაინა 24 თებერვლიდან ებრძვის რუსეთის სრულმასშტაბიან სამხედრო აგრესიას.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S