
პრეზიდენტი – აქციის მონაწილეებს: „თქვენ წარმოადგენთ საქართველოს ღირსებას“
04/03/2022 17:37:21 პოლიტიკა, საზოგადოება
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა თბილისში, პარლამენტის შენობის წინ შეკრებილ მოქალაქეებს მიმართა.
როგორც განიმარტა, პრეზიდენტმა თავად გამოთქვა სურვილი, აქციის მონაწილეებისთვის მიემართა.
"მე ვდგევარ დღეს იქ, სადაც საქართველო უნდა იდგეს - პრეზიდენტ ზელენსკის, უკრაინის გვერდში. ეს არის ჩემი კულტურის, ტრადიციის ღირსება, ქართველი ერის ღირსება, რომ ჩვენ ვიდგეთ იქ, სადაც იბრძვის ჩვენი მეგობარი ქვეყანა, თავისუფლებისთვის, დამოუკიდებლობისთვის , ევროპული მომავლისთვის. ჩვენც იქ ვართ, იქ ვიქნებით და მინდა აქედან გადავცე პრეზიდენტ ზელენსის ჩემი თანადგომა, ჩვენი თანადგომა და თქვენ ხართ ის ხალხი, რომელიც წარმოადგენთ საქართველოს ღირსებას - ამისთვის ძალიან დიდი მადლობა", - თქვა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვლმა.
თბილისში, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, სხვადასხვა ფორმატში ყოველდღე იმართება უკრაინის მხარდამჭერი აქციები.
უკრაინა 24 თებერვლიდან ებრძვის რუსეთის სრულმასშტაბიან სამხედრო აგრესიას.