
გოსტომელის მახლობლად ბრძოლაში უკრაინის გმირი დაიღუპა
04/03/2022 17:20:42 ევროპა
უკრაინის გმირი, 34 წლის ვალერი ჩიბინეევი რუსული ძალების წინააღმდეგ ბრძოლაში გოსტომელის მახლობლად დაიღუპა. მაიორი ბერდიანსკიდან იყო,– ამის შესახებ ბერდიანსკის საკრებულოს პრეს–სამსახური იტყობინება.
"უკრაინის გმირი ვალერი ჩიბინეევი დაიღუპა გოსტომელისთვის ბრძოლებში. მარადიული ხსოვნა! შურს ვიძიებთ!".
მას 2016 წელს მიენიჭა უკრაინის გმირის ვარსკვლავი. მისი ძმა – 79-ე ბრიგადის საჰაერო თავდასხმის ოცეულის მეთაური რომან ჩიბინეევი 2019 წელს ემსხვერპლა პრორუსი სეპარატისტების მიერ განხორციელებულ დაბომბვებს.