
„რუსული დანაყოფები კიევის მახლობლად ერთმანეთს დაუპირისპირდნენ“
04/03/2022 16:44:16 ევროპა
უკრაინაში მიმდინარე სრულმასშტაბიანი ომის მეცხრე დღეს რუსული დანაყოფები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ კიევის რეგიონში, სევერინოვკას მახლობლად,– იუწყება უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების პრეს–სამსახური.
"მეგობრული ცეცხლის" წყალობით განადგურდა მტრის 9 ტანკი და 4 ჯავშანტრანსპორტიორი, ჩვენ კი 13 ჯაველინის ეკონომია გავაკეთეთ“, - ნათქვამია შეტყობინებაში და რუსულ ძალებს ანალოგიური სულისკვეთების შენარჩუნებისკენ მოუწოდებენ, ხოლო რუს დედებს – გაარკვიონ ამჟამად სად იმყოფებიან მათი შვილები.