Accentnews.ge
თურქეთი რუსული თვითმფრინავებისთვის საჰაერო სივრცეს არ ჩაკეტავს

თურქეთი რუსული თვითმფრინავებისთვის საჰაერო სივრცეს არ ჩაკეტავს

04/03/2022 16:15:53 მსოფლიო

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუდ ჩავუშოღლუ რუსული ავიაციისთვის საჰაერო სივრცის ღიად დარჩენის მომხრეა,– ამის შესახებ, Spiegel–ის ცნობით, მინისტრმა ბრიუსელში ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, თურქეთის ღია საჰაერო სივრცეს სტრატეგიული და ჰუმანიტარული მნიშვნელობა აქვს და განმარტა, რომ ხალხს რუსეთიდან ჯერ კიდევ შეუძლია, ევროპულ ქვეყნებში გადავიდეს და პირიქით.

აშშ–მა, კანადამ, დიდმა ბრიტანეთმა, შვეიცარიამ, და ევროკავშირმა რუსეთის ავიაკომპანიებსთვის საჰაერო სივრცე დახურეს. მათ წინააღმდეგ ანალოგიური ნაბიჯი გადადგა თავად რუსეთმაც.

ცნობისთვის: ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ თურქეთი მზადაა, ანტალიაში რუსეთისა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა უზრუნველყოს დიპლომატიური ფორუმის ფარგლებში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S