Accentnews.ge
პუტინის თქმით, უკრაინასთან მოლაპარაკებების მესამე რაუნდი მზადდება

პუტინის თქმით, უკრაინასთან მოლაპარაკებების მესამე რაუნდი მზადდება

04/03/2022 16:04:03 ევროპა

გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან სატელეფონო საუბარში რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა უკრაინასთან მოლაპარაკებების მესამე რაუნდისთვის მზადების შესახებ ისაუბრა. მანამდე უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ოფისის უფროსმა მრჩეველმა მიხაილ პოდოლიაკმა ლვოვში გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ მოლაპარაკებები შესაძლოა, 5 მარტს გაიმართოს.

ბრიფინგზე უკრაინელმა ჟურნალისტებმა გააკრიტიკეს პოდოლიაკი იმის გამო, რომ მან რუსული დელეგაციის წარმომადგენლებს ხელი ჩამოართვა:

„მოდით, კი ნუ ვითამაშებთ, არამედ შედეგს მივაღწიოთ. წარმოიდგინეთ, მივედი მოლაპარაკებებზე და ვუთხარი [რუსეთის მხარეს]: "ბიჭებო, თქვენ მკვლელები ხართ", გავტრიალდი და წამოვედი. თქვენ მე მადლობას მეტყვით?“, - უპასუხა უკრაინული დელეგაციის წარმომადგენელმა.

3 მარტს რუსეთისა და უკრაინის მხარეებს შორის ბელარუსში, ბელოვეჟის ტევრში, გაიმართა მოლაპარაკებების მეორე რაუნდი, რომელზეც მიღწეულ იქნა „ურთიერთგაგება“ ყველაზე გააფთრებული ბრძოლების არეალებიდან სამოქალაქო პირების ევაკუაციისთვის ჰუმანიტარული დერეფნების უზრუნველყოფის შესახებ. მოლაპარაკებების დაწყებამდე სოცქსელებში გავრცელდა ვიდეო, როგორ ართმევენ მოლაპარაკებების მონაწილეები ერთმანეთს ხელს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S