Accentnews.ge
კახეთში შეგროვებული ჩურჩხელა უკრაინაში გაიგზავნა

კახეთში შეგროვებული ჩურჩხელა უკრაინაში გაიგზავნა

04/03/2022 15:26:38 საზოგადოება

სოციალური აქციის, „შეაგროვე ჩურჩხელა განსაცდელში მყოფი უკრაინელი ძმებისათვის“, ფარგლებში კახეთში 5000-მდე ჩურჩხელა შეგროვდა.

აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის მაია მამულაშვილის თქმით, ჩურჩხელები დაფასოვდა, შეიფუთა და პოლონეთის საელჩოს დახმარებით, უკრაინაში გაიგზავნა.

„თავისუფლებისათვის მებრძოლი უკრაინა განსაცდელშია. საცხოვრებელი სახლების სარდაფებში ათასობით ადამიანი, ქალები და ბავშვები თავს აფარებენ რუსეთის აგრესიას! იბომბება სახლები და სამოქალაქო ობიექტები! საჭიროა ჩვენი ისტორიისა და მემკვიდრეობის გაზიარება ფრონტის წინა ხაზზე მყოფი ხალხისათვის!" - ამბობს მამულაშვილი.

ცნობისთვის: რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი).

უკრაინას მსოფლიოს რიგი ქვეყნები სამხედრო დახმარებას უგზავნიან.

პარალელურად, არტილერია და ავიაცია ბომბავს უკრაინის ქალაქებს. 25 თებერვლიდან შეტევა მიმდინარეობს კიევზე. დედაქალაქიდან მოსახლეობის ნაწილი გავიდა, ნაწილი კი კიევში რჩება და თავს მეტროს სადგურებსა და თავშესაფრებს აფარებს. პრეზიდენტი და ქვეყნის ხელმძღვანელობა აცხადებენ, რომ სამშობლოს დასაცავად ბოლომდე იბრძოლებენ.

რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S