Accentnews.ge
"მომავალი დღეები სავარაუდოდ, უარესი იქნება, რუსული ძალები გააგრძელებენ თავდასხმებს უკრაინაში"

"მომავალი დღეები სავარაუდოდ, უარესი იქნება, რუსული ძალები გააგრძელებენ თავდასხმებს უკრაინაში"

04/03/2022 13:08:56 მსოფლიო

"მომავალი დღეები სავარაუდოდ, უარესი იქნება, რუსული ძალები გააგრძელებენ თავდასხმებს უკრაინაში", – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ალიანსის საგარეო საქმეთა მინისტრების საგანგებო შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მან უკრაინაში რუსეთის შეჭრას უწოდა "ყველაზე მძიმე სამხედრო აგრესია ევროპაში ათწლეულების მანძილზე".

"მომავალი დღეები, სავარაუდოდ, უარესი იქნება მეტი სიკვდილიანობით, მეტი ტანჯვით და მეტი განადგურებით", – დასძინა მან.

მანამდე სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ "ნატო არ არის კონფლიქტის ნაწილი და არ ეძებს ომს რუსეთთან, თუმცა დაიცავს ყველა მოკავშირეს".

ცნობისთვის: რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი).

უკრაინას მსოფლიოს რიგი ქვეყნები სამხედრო დახმარებას უგზავნიან.

პარალელურად, არტილერია და ავიაცია ბომბავს უკრაინის ქალაქებს. 25 თებერვლიდან შეტევა მიმდინარეობს კიევზე. დედაქალაქიდან მოსახლეობის ნაწილი გავიდა, ნაწილი კი კიევში რჩება და თავს მეტროს სადგურებსა და თავშესაფრებს აფარებს. პრეზიდენტი და ქვეყნის ხელმძღვანელობა აცხადებენ, რომ სამშობლოს დასაცავად ბოლომდე იბრძოლებენ.

რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S