Accentnews.ge
რუსეთის მთავრობა სანქციების პირობებში ბიზნესსა და მოქალაქეებს შეღავათებს უწესებს

რუსეთის მთავრობა სანქციების პირობებში ბიზნესსა და მოქალაქეებს შეღავათებს უწესებს

04/03/2022 12:42:02 მსოფლიო

რუსეთის დუმამ სანქციების პირობებში რუსეთის მოქალაქეთა და ბიზნესის სოციალურ-ეკონომიკური მხარდაჭერის ზომების შესახებ კანონი მიიღო.

კანონის თანახმად, წლის ბოლომდე უქმდება შესაბამისი სახელმწიფო სამსახურების მიერ საშუალო და მცირე ბიზნესის და IT-კომპანიების შემოწმება, მარტივდება სახელმწიფო შესყიდვები და იზღუდება ქვეყნიდან მედიკამენტების გატანა. კანონპროექტი ითვალისწინებს „საკრედიტო არდადეგების“ გამოცხადებასაც. კერძოდ, რუსეთის მოქალაქეებს მისცემენ უფლებას, რომ 30 სექტემბრამდე არ გადაიხადონ სესხის პროცენტი.

კანონი მთავრობას ანიჭებს უფლებას, 2022 წელს მცირე და საშუალო ბიზნესის გეგმურ ინსპექტირებაზე მორატორიუმი შემოიღოს. ამასთან, როგორც დოკუმენტის ტექსტშია აღნიშნული, „საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში მოქმედი სახელმწიფოს მიერ აკრედიტებული ორგანიზაციების გეგმური ინსპექტირება 2024 წლის 31 დეკემბრამდე.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S