პოლონეთმა უკრაინასთან საზღვარზე რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი პირი დააკავა
04/03/2022 12:15:09 მსოფლიო
პოლონეთმა უკრაინასთან საზღვარზე რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი პირი დააკავა.
დაკავებული ესპანეთის მოქალაქეა რუსული წარმომავლობით, რომელიც, სავარაუდოდ, მუშაობდა რუსეთის სადაზვერვო სააგენტო GRU-ში.
ეჭვმიტანილი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს. მას ბრალად ედება პოლონეთისთვის ზიანის მიყენების მიზნით უცხოური სადაზვერვო სააგენტოს სახელით ქმედება. ბრალდებულს შესაძლოა, 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯონ.


