
ორი რუსული ბომბდამშენი ერთმანეთს შეეჯახა
06/09/2019 08:38:58 სხვა, მსოფლიო
რუსეთში, ლიპეცკის ოლქში მიმდინარე სამხედრო სწავლების დროს, ორი რუსული, სუ-34-ის ტიპის ავიაგამაგნადგურებელი ერთმანეთს შეეჯახა.
ადგილობრივი მედიის ცნობით, შეჯახების მიზეზი ვიზუალური კონტაქტის დაკარგვა გახდა.
მფრინავებმა სერიოზული დაზიანების მიუხედავად, მოახერხეს ავიაგამანადგურებლების დაშვება. ინცინდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.