Accentnews.ge
საკონსტიტუციო ცვლილებებით, ლუკაშენკოს შესაძლებლობა ექნება, რომ არჩევნებში 2035 წლამდე იყაროს კენჭი

საკონსტიტუციო ცვლილებებით, ლუკაშენკოს შესაძლებლობა ექნება, რომ არჩევნებში 2035 წლამდე იყაროს კენჭი

04/03/2022 11:21:17 მსოფლიო

ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის დადგენილებას მოაწერა ხელი.

ცვლილებების თანახმად, ლუკაშენკოს შესაძლებლობა ექნება, რომ არჩევნებში 2035 წლამდე იყაროს კენჭი, ხოლო ყველა იმ პირს, ვინც ქვეყანა ბოლო 20 წლის განმავლობაში დროებით დატოვა, საპრეზიდენტო კამპანიაში ჩართვა აეკრძალება.

კონსტიტუციაში ძირითადი ცვლილებები ნეიტრალიტეტზე უარის თქმაა. არაბირთვული სტატუსის გაუქმებით, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ქვეყანაში შესაძლოა, ბირთვული იარაღი კვლავ განთავსდეს.

ასევე, ცვლილებები ალექსანდრ ლუკაშენკოს სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემისგან სამუდამო იმუნიტეტს ანიჭებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S