
კულება – ნატოს ცის დახურვას სთხოვს: „რუსეთი სირიის ტაქტიკას იყენებს, მოგიწევთ უკრაინელების ტანჯვაზე პასუხისმგებლობის გაზიარება“
04/03/2022 10:47:41 ევროპა
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დიმიტრი კულება თვლის, რომ რუსეთი უკრაინაში სირიის მეთოდის გამოყენებას ცდილობს და დასავლეთს უკრაინის ცის დაკეტვისკენ მოუწოდებს.
„რუსეთი ცდილობს, უკრაინა ისეთივე ტაქტიკით გაანადგუროს, როგორიც მან სირიაში გამოიყენა. ევროპის გულში ეს არ უნდა დავუშვათ. ჩვენი სახელმწიფო საბრძოლველად მზადაა, ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას რუსული შემოჭრის წინააღმდეგ, მაგრამ გვჭირდება სასწრაფო დახმარება საჰაერო თავდასხმების მოგერიებაში. თუ ამას არ გააკეთებთ, თქვენ მოგიწევთ პასუხისმგებლობის გაზიარება უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობის ტანჯვაზე, რომლებიც იღუპებიან რუსული ავიაციის სარაკეტო თავდასხმების შედეგად“,– მიმართავს კულება ნატო–ს ქვეყნებს.
ის კიდევ ერთხელ მოუწოდებს ნატოს, დროულად მიიღოს უკრაინის ცის დახურვის გადაწყვეტილება და გადასცეს უკრაინას საბრძოლო თვითმფრინავები:
„უკრაინის წინააღმდეგ პუტინის ომი იმგვარად ვითარდება, რომ დადგება მომენტი, როდესაც ნატოს ქვეყნები მზად იქნებიან, უკრაინა უზრუნველყონ ბუკვალურად ყველაფრით, რათა შეაჩეროს რუსეთის მთელს ევროპაზე შეტევა, რომელიც ევროპელების ცხოვრებას საშინელებად აქცევს“.
შეგახსენებთ, რომ რუსეთმა უკრაინაში ატომურ ელექტროსადგურზე მიიტანა იერიში. ამ დრომდე არ გაუხსნია გზა ჰუმანიტარული დერეფნისთვის და კვლავ აგრძელებს ქალაქების დაბომბვას.