"ჩვენ არ გვსურს კონფლიქტი, მაგრამ თუ კონფლიქტი თავად მოვა ჩვენამდე, ნატო-ს ტერიტორიის თითოეულ სანტიმეტრს დავიცავთ"
04/03/2022 09:56:16 მსოფლიო
ჩვენ არ გვსურს კონფლიქტი, მაგრამ თუ კონფლიქტი თავად მოვა ჩვენამდე, მზად ვართ საპასუხო ზომებისთვის", ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა ნატო-ს მინისტერიალის დაწყებამდე განაცხადა.
"დავიცავთ ნატო-ს ტერიტორიის თითოეულ სანტიმეტრს", – აღნიშნა მან.
როგორც სახელმწიფო მდივანი აღნიშნავს, თითოეული მოკავშირე ამა თუ იმ ფორმით, ეხმარება უკრაინას, ასევე აძლიერებენ თავად ნატო-ს.
ცნობისთვის: რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი).
უკრაინას მსოფლიოს რიგი ქვეყნები სამხედრო დახმარებას უგზავნიან.
პარალელურად, არტილერია და ავიაცია ბომბავს უკრაინის ქალაქებს. 25 თებერვლიდან შეტევა მიმდინარეობს კიევზე. დედაქალაქიდან მოსახლეობის ნაწილი გავიდა, ნაწილი კი კიევში რჩება და თავს მეტროს სადგურებსა და თავშესაფრებს აფარებს. პრეზიდენტი და ქვეყნის ხელმძღვანელობა აცხადებენ, რომ სამშობლოს დასაცავად ბოლომდე იბრძოლებენ.
რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.


