რუსული "Яндекс" აქციონერებს დეფოლტის შესახებ აფრთხილებს
04/03/2022 09:42:51 მსოფლიო
"Яндекс"–მა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების ფონზე, აქციონერები დეფოლტის რისკის შესახებ გააფრთხილა კომპანიის ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობის შეჩერების შემდეგ:
„ობლიგაციების მფლობელებს უფლება ექნებათ მოითხოვონ მათი გამოსყიდვა დარიცხული პროცენტით. ძირითადი თანხა $1,25 მილიარდია და "Яндекс" – ჯგუფში არ არის საკმარისი რესურსი ამ ობლიგაციების სრულად გამოსასყიდად“.
"Яндекс" რუსული IT კომპანიაა, რომელიც ფლობს ამავე სახელწოდების საძიებო სისტემას და ინტერნეტ პორტალს. Alexa-ს რეიტინგის მიხედვით, საიტი 50-ე ადგილს იკავებს მსოფლიოში ყველაზე მონახულებულთა შორის.


