Accentnews.ge
"ვიღაცამ რუსეთში უნდა აიღოს საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა და მოკლას პუტინი, ამით თქვენს ქვეყანას და მსოფლიოს დიდ სამსახურს გაუწევთ"

"ვიღაცამ რუსეთში უნდა აიღოს საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა და მოკლას პუტინი, ამით თქვენს ქვეყანას და მსოფლიოს დიდ სამსახურს გაუწევთ"

04/03/2022 09:30:38 მსოფლიო

ვიღაცამ რუსეთში უნდა აიღოს საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა და გაგზავნოს ეს კაცი ჯოჯოხეთში. ამით თქვენს ქვეყანას და მთელ მსოფლიოს დიდ სამსახურს გაუწევთ,- ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სენატორმა ლინდსი გრემმა Fox-ის პირდაპირ ეთერში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინზე საუბრისას განაცხადა.

"პუტინი აგრძელებს წინსვლას და დასავლეთში არავინ აპირებს მის შეჩერებას. როგორ შეიძლება, დამთავრდეს ის, რაც ხდება? არსებობს ბრუტუსი რუსეთში? არის შტაუფენბერგზე უფრო წარმატებული პოლკოვნიკი რუსულ სამხედროებში? ჩემო მეგობრებო, ამ ყველაფრის დასრულების ერთადერთი გზაა, რომ ვიღაცამ რუსეთში აიღოს საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა და მოკლას ეს კაცი. ამით თქვენს ქვეყანას და მთელ მსოფლიოს დიდ სამსახურს გაუწევთ", – განაცხადა გრემმა.

სენატორის გამოსვლის შემდეგ რუსეთის საელჩომ ამერიკის შეერთებული შტატებისგან პუტინთან დაკავშირებით ლინდსი გრემის გამონათქვამის განმარტება მოითხოვა.

ცნობისთვის: რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი).

უკრაინას მსოფლიოს რიგი ქვეყნები სამხედრო დახმარებას უგზავნიან.

პარალელურად, არტილერია და ავიაცია ბომბავს უკრაინის ქალაქებს. 25 თებერვლიდან შეტევა მიმდინარეობს კიევზე. დედაქალაქიდან მოსახლეობის ნაწილი გავიდა, ნაწილი კი კიევში რჩება და თავს მეტროს სადგურებსა და თავშესაფრებს აფარებს. პრეზიდენტი და ქვეყნის ხელმძღვანელობა აცხადებენ, რომ სამშობლოს დასაცავად ბოლომდე იბრძოლებენ.

რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S