
ზელენსკი – რუს ხალხს: "რადიაციამ არ იცის, სადაა თქვენი ქვეყნის საზღვარი!“
04/03/2022 09:19:26 ევროპა
რუსეთის მიერ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე მიტანილი იერიშის შემდეგ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუს ხალხს მიმართა და ჩერნობილის კატასტროფა, მისი უმძიმესი შედეგები შეახსენა.
„უნდა გახსოვდეთ, ევაკუაცია, მსხვერპლი, 300 კილომეტრიანი ზონა. ამის დავიწყება შეუძლებელია. ხოლო თუ გახსოვთ, არ უნდა დუმდეთ! თქვენ ქუჩაში უნდა გამოხვიდეთ და თქვენს ხელისუფლებას უთხრათ, რომ სიცოცხლე გსურთ, გსურთ მიწაზე ცხოვრება, რომელიც რადიაქტიური ნივთიერებით არაა მოწამლული, რადიაციამ არ იცის, სადაა რუსეთი, სადაა თქვენი ქვეყნის საზღვარი“,– მიმართა რუს ხალხს
ზაპოროჟიეს ელექტროსადგურზე ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია და როგორც იუწყებიან, რადიაციული დონე მომატებული არაა.
ზელენსკი გამოვიდა გაფრთხილებით, რომ ქვეყანაში 15 ბლოკია და აფეთქების შემთხვევაში ევაკუაცია მოუწევს მთელს ევროპას, მათ შორის ბელარუსის (საიდანაც რუსეთი ისვრის რაკეტებს და უკრაინაში შეჰყავს სამხედრო ძალა) და რუსეთის ნაწილის ჩათვლით.