Accentnews.ge
„კრემლმა მოთხოვნები შეამცირა“ – რუსეთთან მოლაპარაკებების ახალი დეტალები

„კრემლმა მოთხოვნები შეამცირა“ – რუსეთთან მოლაპარაკებების ახალი დეტალები

04/03/2022 09:08:07 ევროპა

უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა ალექსეი არესტოვიჩმა უკრაინა–რუსეთის მოლაპარაკებების მეორე რაუნდის დეტალებზე ისაუბრა. კერძოდ, მისი თქმით, რუსეთი ნელ–ნელა ამცირებს მოთხოვნებს,– იუწყება უკრაინული მედია.

„მათ დენაციფიკაციაზე და ა.შ. საუბარი შეწყვიტეს. არაბლოკურ სტატუსზე პედალირება დიდად არ მოუხდენიათ. საუბარი შეეხებოდა უკრაინაში გარკვეული ტიპის შეტევითი იარაღის განლაგების აკრძალვას“,– განაცხადა არესტოვიჩმა.

მისი ხედვით, მოთხოვნების შემცირება იმაზე მეტყველებს, რომ რუსეთის ფედერაციას ესმის, რომ მათი პოლიტიკური მიზნების სამხედრო გზით მიღწევა შეუძლებელია.

მან გაიხსენა ის ერთადერთი შეთანხმება, რომელიც მოლაპარაკებების მეორე რაუნდზე იქნა მიღწეული:

„იყო თეორიული შეთანხმება, მხარეთა თანხმობა ჰუმანიტარული დერეფნების თაობაზე ალყაში მოქცეული ქალაქებისთვის“.

მანამდე რუსული მხარე შემდეგ მოთხოვნებს აყენებდა: ნეიტრალური სტატუსი, უკრაინის ოკუპირებული რეგიონების „დამოუკიდებლობის“ ცნობა, დენაციფიკაცია, ანექსირებული ყირიმის რუსეთის ნაწილად აღიარება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S