
რეზნიკოვი: „ყველაზე რთული მდგომარეობა სუმის, ჩერნიგოვისა და ხარკოვის რაიონებშია“
04/03/2022 08:52:41 ევროპა
უკრაინის თავდაცვის მინისტრ ალექსეი რეზნიკოვის განცხადებით, უკრაინელმა მებრძოლებმა რუსული ძალები ბევრი მიმართულებით შეაჩერეს, 196 საათია, მტერს უკუაგდებენ და ახლა მთავარი წინააღმდეგობის გაწევაა.
მისი თქმით, რთული ვითარება რჩება ქვეყნის სამხრეთ ნაწილში, სადაც „მტერმა ბოლო საათებში დაბომბავს ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური, მაგრამ რეგიონში ხალხის საბრძოლო სულისკვეთება ისეთია, რომ ოკუპანტები განწირულნი არიან დამარცხებისთვის“:
"ხარკოვი აუღებელ ციხესიმაგრედ რჩება, რომელსაც რუსეთი ბომბავს. უკვე მთელმა ევროპამ იცის, რომ ხარკოვი არა მხოლოდ ინტელექტუალური და ინდუსტრიული ცენტრია, არამედ მამაცი მოქალაქეების საამაყო ქალაქიც".
მისივე თქმით, ბრძოლები გრძელდება სუმსა და ჩერნოგოვში.
„ვიდრე ქვეყნის ხელისუფლება და არმია არ ჩამოიშლება, მტერს არანაირი შანსი არ აქვს“.
მისი თქმით, 8 დღის განმავლობაში რუსული ძალის დანაკარგს შეადგენს 10 000 მოკლული და დაჭრილი, განადგურებულია ტექნიკა.
"ჩვენმა დამცველებმა ჭირვებით დატვირთული რამდენიმე მანქანა დააკავეს და ყველა ჭურვი მტერს უბრუნდება“.
მისივე თქმით, უკრაინასაც აქვს დანაკარგები, რომ საათობრივად შემოდის შეტყობინება მშვიდობიანი მოქალაქეების მკვლელობის თაობაზე. არის დანაკარგი უკრაინელ მებრძოლებს შორისაც.
მან იმედი გამოთქვა, რომ რუსული მხარე შეასრულებს დანაპირებს ჰუმანიტარული დერეფნის შესახებ.
მინისტრი ამბობს, ბოლო დღეების განმავლობაში ბევრი მძიმე გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რათა არმია შენარჩუნებულიყო:
„ტკივილით ვუყურებთ რუსული დაბომბვის შემდეგ დანგრეულ შენობებს. ყველაფერს აღვადგენთ! უკრაინის საზღვაო ძალების ფლაგმანის მეთაურმა შეასრულა გემის დატბორვის ბრძანება, რათა შეკეთების პროცესში მყოფი ფრეგატი მტრის ხელში არ ჩავარდნილიყო. ძნელი წარმოსადგენია უფრო რთული გამოსავალი მამაცი მეომრისთვის და მთელი გუნდისთვის. მაგრამ ჩვენ ავაშენებთ ახალ ფლოტს“განაცხადა რეზნიკოვმა.
მინისტრი ამბობს, რომ ესმის, ბევრი ადამიანი შოკირებულია დანაკარგით, მაგრამ წინ კიდევ რთული პერიოდია, რასაც გამძლეობა სჭირდება:
"მტერი დაბნეულია და შეშინებულია. ჯერ არ დაგვიმარცხებია, მაგრამ ეს დრო ახლოვდება. კრემლის ვირთხები უკვე კანკალებენ, ზოგი გზებს ეძებს გასაქცევად, ჩვენ კი ჩვენს ქვეყანას დავიცავ!“.