Accentnews.ge
მოსკოვი უკრაინაში რუსი სამხედროების ქმედებების შესახებ "ცრუ ინფორმაციის“ გამავრცელებელს 3,10 და 15–წლიანი პატიმრობით ემუქრება

მოსკოვი უკრაინაში რუსი სამხედროების ქმედებების შესახებ "ცრუ ინფორმაციის“ გამავრცელებელს 3,10 და 15–წლიანი პატიმრობით ემუქრება

04/03/2022 08:46:57 მსოფლიო

რუსეთის სახელმწიფო სათათბირომ მიიღო კანონი, რომლის თანახმად, ქვეყნის ეიარაღებული ძალების შესახებ „ყალბი“ ინფორმაციის გავრცელება სისხლის სამართლის დანაშაულად ითვლება.

პირს, ვინც დაარღვევს კანონს, სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. თუ "ცრუ ინფორმაცია" გავრცელებულია "ორგანიზებული ჯგუფის" მიერ ამ შემთხვევაში სასჯელი 10 წლამდეა, ხოლო თუ "ყალბი" ცნობების გავრცელებას „სერიოზული შედეგები“ მოჰყვება, დამნაშავეებს 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

როგორც დასავლური მედია იუწყება, აღნიშნული კანონი ემსახურება რუსეთის მცდელობას, დაუმალოს საკუთარ მოსახლეობას უკრაინაში არსებული რეალური ვითარება.

ცნობისთვის: რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი).

უკრაინას მსოფლიოს რიგი ქვეყნები სამხედრო დახმარებას უგზავნიან.

პარალელურად, არტილერია და ავიაცია ბომბავს უკრაინის ქალაქებს. 25 თებერვლიდან შეტევა მიმდინარეობს კიევზე. დედაქალაქიდან მოსახლეობის ნაწილი გავიდა, ნაწილი კი კიევში რჩება და თავს მეტროს სადგურებსა და თავშესაფრებს აფარებს. პრეზიდენტი და ქვეყნის ხელმძღვანელობა აცხადებენ, რომ სამშობლოს დასაცავად ბოლომდე იბრძოლებენ.

რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S