Accentnews.ge
ჯონსონი: „პუტინის უპასუხისმგებლობა მთელს ევროპას უქმნის საფრთხეს“

ჯონსონი: „პუტინის უპასუხისმგებლობა მთელს ევროპას უქმნის საფრთხეს“

04/03/2022 08:06:21 ევროპა

დიდი ბრიტანეთის პრემიერ–მინისტრი ბორის ჯონსონი აცხადებს, რომ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის უპასუხისმგებლო ქმედებები მთელს ევროპას უქმნის საფრთხეს,– იუწყება Sky News.

ჯონსონმა უკრაინის პრეზიდენტთან ისაუბრა რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე განხორციელებული შეტევის შემდეგ, რამაც ხანძარი გამოიწვია. უკრაინის პრეზიდენტი გამოვიდა გაფრთხილებით, რომ ქვეყანაში 15 ბლოკია და მათი აფეთქების შემთხვევაში მთელს ევროპას მოუწევს ევაკუაცია, მათ შორის ბელარუსს და რუსეთის ნაწილს.

„ორივე ლიდერი თანხმდება, რომ რუსეთმა დაყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს ატომურ ელექტროსადგურზე თავადსხმა“,– აღნიშნა ჯონსონის პრეს–სპიკერმა და დასძინა, რომ პუტინის ქმედებები საფრთხეს მთელს ევროპას უქმნის და პრემიერ–მინისტრი გააკეთებს ყველაფერს, რათა ვითარება არ დამძიმდეს.

ჯონსონი მოითხოვს გაეროს უსაფრთხოების საბჭოს რამდენიმე საათში სასწრაფო მოწვევას და საკითხს მოსკოვის წინაშე დააყენებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S