Accentnews.ge
„რუსების ადგილზე, კიეველებთან შეხვედრას არ ვისურვებდი!“ – პოლონეთის ელჩი უკრაინის დედაქალაქს არ ტოვებს

„რუსების ადგილზე, კიეველებთან შეხვედრას არ ვისურვებდი!“ – პოლონეთის ელჩი უკრაინის დედაქალაქს არ ტოვებს

04/03/2022 07:53:28 ევროპა

პოლონეთის ელჩი ბარტოშ ციხოცკი კიევში რჩება, რადგან თვლის, რომ ამ რთულ დროს წასვლა უკრაინელების მორალურ განწყობაზე დარტყმის მიყენება იქნებოდა.

როგორც PAP აღნიშნავს, პოლონეთი იმ მცირერიცხოვან ქვეყნებს შორისაა, რომლებიც კიევში საელჩოს ღიას ტოვებს იმ პირობებში, როდესაც სხვები ლვოვში გადადიან ან ქვეყანას ტოვებენ.

უნდა აღინიშნოს, რომ კიევში საქართველოს საელჩოც ამავე პირობებში ანაგრძობს მუშაობას.

„არის საკითხები, რომელთაც დისტანციის პირობებში ვერ გააკეთებ. ახლა წასვლამ შესაძლოა, შეასუსტოს უკრაინელების მორალური განწყობა“,– თქვა ელჩმა და დასძინა, რომ კონტაქტზეა დასავლელ დიპლომატებთან და უკრაინის ხელისუფლებასთან.

ქვეყანაში ელჩის დარჩენა ასევე მნიშვნელოვანია პოლონეთის და უკრაინის პრეზდენტებს შორის კომუნიკაციისთვის.

ამასთან, პოლონეთის ელჩი ფიქრობს, რომ „კიევი რუსებს არ ჩაბარდება“:

„კიევს ისინი ვერ მიიღებენ. ეს არ მოხდება. მას ძლიერად იცავენ. ქუჩაში ხალხია, რომლებთანაც შეხვედრას, რუსების ადგილზე, არ ვისურვებდი“.

ელჩი ამბობს, რომ თავშესაფარში არც ერთხელ არ გადასულა, მიუხედავად იმისა, რომ აფეთქებების ხმა დედაქალაქში ყოველდღიურ რეჟიმში ისმის, თუმცა აღიარებს, რომ ყოველთვის თან აქვს ჩანთა აუცილებელი დოკუმენტებით, ჩაფხუტი და ჯავაშანჟილეტი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S