Accentnews.ge
BBC უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე მაუწყებლობის ტაქტიკას გადახედავს

BBC უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე მაუწყებლობის ტაქტიკას გადახედავს

04/03/2022 07:28:28 მსოფლიო

უკრაინის მიმდინარე ომის ფონზე BBC მაუწყებლობის ტაქტიკის გადახედვას გეგმავს და აპირებს მოკლეტალღური რადიოს გამოყენებას: მათი გადაცემა შესაძლებელია დიდ დისტანციებზე და ხელმისაწვდომი იქნება კიევსა და რუსეთის რიგ რეგიონში.

„ხშირად ამბობენ, რომ სიმართლე ომის პირველი მსხვერპლია. კონფლიქტის პირობებში, სადაც დეზინფორმაცია და პროპაგანდა მძვინვარებს, არსებობს ცალსახა საჭიროება დამოუკიდებელი ამბებისა, რომელთაც ხალხი ენდობა“, - თქვა, The New York Times-ის ცნობით, BBC-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ტიმ დეივიმ.

შეგახსენებთ, რომ კრემლმა ბრძოლა იმ ერთეულ მედიასაშუალებებსაც გამოუცხადა, რომლებიც რუსეთში არსებული დრაკონული კანონების პირობებშიც ინარჩუნებდნენ პლატფორმას განსხვავებული აზრისთვის და საზოგადოებას მათ შორის უკრაინაში მიმდინარე ომის შესახებ აწვდიდნენ იმ ინფორმაციას, რასაც კრემლი საკუთარ საზოგადოებას უმალავს, ზღუდავს სხვა ინფორმაციულ წყაროებსაც.

პარალელურად, რუსეთის სახელმწიფო სათათბირონ დღეს ერთხმად დაუჭირა მხარი ახალი კანონპროექტს, რომელიც 15–წლიან სასჯელს ითვალისწინებს „ფეიკ“–ნიუსის გამავრცელებლისთვის, ხოლო ამგვარად ჩაითვლება ყველაფერი, რასაც თავად ოფიციალური უწყებები არ ავრცელებენ.

.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S