Accentnews.ge
ჩეხეთის თავდაცვის სამინისტრო: „იარაღი მწარმოებლებმა გვაჩუქეს და მყისიერად უკრაინაში ვგზავნით“

ჩეხეთის თავდაცვის სამინისტრო: „იარაღი მწარმოებლებმა გვაჩუქეს და მყისიერად უკრაინაში ვგზავნით“

04/03/2022 06:48:24 ევროპა

ჩეხეთის თავდაცვის სამინისტრო უკრაინას დამატებით 17 მილიონი კრონის ღირებულების იარაღსა და საბრძოლო მასალას უგზავნის.

Dennik.cz–ის ცნობით, აღნიშნული იარაღი ქვეყნის თავდაცვის უწყებამ ჩეხური კომპანიებისგან მიიღო საჩუქრად.

„თითოეული ვაზნა მნიშვნელოვანია! იარაღი მწარმოებლებმა გვაჩუქეს და მყისიერად უკრაინაში ვგზავნით. ჩეხეთი გააგზავნის ასობით ტყვიამფრქვევს, ავტომატებს, 100 000–ზე მეტ ტყვიას“,– აცხადებენ სამინისტროში.

იარაღის გაგზავნის გადაწყვეტილება ქვეყნის მთავრობამ 3 მარტს, საღამოს საგანგებო სხდომაზე მიიღო.

ცნობისთვის: ჩეხეთის მთავრობა სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლა პირები, რომელთაც უკრაინაში რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ საბრძოლველად წასვლა სურთ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S