Airbnb რუსეთსა და ბელარუსში მუშაობას წყვეტს
04/03/2022 06:34:27 მსოფლიო
კომპანია Airbnb რუსეთსა და ბელარუსში ყველა ოპერაციას აჩერებს, - ამის შესახებ კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა ბრაიან ჩესკმა განაცხადა.
კვირის დასაწყისში Airbnb-ის აღმასრულებელმა დირექტორმა განაცხადა, რომ კომპანია მუშაობდა მასპინძლებთან, რათა 100 000-მდე უკრაინელი ლტოლვილი, რომელმაც ქვეყანა რუსეთის შეჭრის შემდეგ დატოვა, საცხოვრებელი ადგილით უფასოდ უზრუნველყო.
ცნობისთვის: რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი).
უკრაინას მსოფლიოს რიგი ქვეყნები სამხედრო დახმარებას უგზავნიან.
პარალელურად, არტილერია და ავიაცია ბომბავს უკრაინის ქალაქებს. 25 თებერვლიდან შეტევა მიმდინარეობს კიევზე. დედაქალაქიდან მოსახლეობის ნაწილი გავიდა, ნაწილი კი კიევში რჩება და თავს მეტროს სადგურებსა და თავშესაფრებს აფარებს. პრეზიდენტი და ქვეყნის ხელმძღვანელობა აცხადებენ, რომ სამშობლოს დასაცავად ბოლომდე იბრძოლებენ.
რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.


