
"ჩაჰყვირეთ თქვენს პოლიტიკოსებს: უკრაინაში 15 ატომური ბლოკია, თუ იქნება აფეთქება, ევროპას ბოლო მოეღება"
04/03/2022 06:15:27 ევროპა
გვიან ღამით რუსულმა ძალებმა ზაპოროჟიეში ატომურ ელექტროსადგურზე მიიტანეს იერიში. ამ დროისთვის ცეცხლი ლიკვიდირებულია, თუმცა შეიქმნა რეალური ატომური საფრთხე.
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გამოდის გაფრთხილებით, რომ ქვეყანაში 15 ატომური ბლოკია და მათი აფეთქების შემთხვევაში ევაკუაცია მთელს ევროპას მოუწევს:
პირველად ისტორიაში! არც ერთ ქვეყანას მსოფლიოში არ დაუბომბავს ატომური ენერგობლოკი. ქვეყანა ტერორისტი - ატომურ ტერორამდე მივიდა. რუსი პროპაგანდისტები იმუქრებიან, სამყაროს "ატომური ფერფლით" ავსებაზე. ახლა ეს მხოლოდ მუქარა არაა, ეს რეალობაა. ჩვენ არ ვიცით რით დასრულდება ხანძარი ელექტროსადგურზე.
ჩვენი ბიჭები იცავენ სადგურს, რომ არ იყოს პროვოკაციები, რომ ვერავინ დაამონტაჟოს ასაფეთქებელი მოწყობილობები, არავინ შეაღწიოს ტერიტორიაზე და შემდეგ არ დააშანტაჟონ მთელი მსოფლიო ატომური კატასტროფით.
ჩაჰყვირეთ თქვენს პოლიტიკოსებს: უკრაინაში 15 ატომური ბლოკია, თუ იქნება აფეთქება - ყველას ბოლო მოეღება. ბოლო მოეღება ევროპას, ევროპას ევაკუაცია დასჭირდება. მხოლოდ ევროპის ქმედით ნაბიჯებს შეუძლია რუსული ჯარი შეაჩერონ. მხოლოდ მათ შეუძლიათ არ დაუშვან ევროპის განადგურება. განადგურებისგან, რომელსაც ატომურ სადგურზე აფეთქება გამოიწვევს", - აღნიშნა ზელენსკიმ.
.