Accentnews.ge
უკრაინა და რუსეთი უახლოეს მომავალში მოლაპარაკებების მესამე რაუნდის გამართვაზე შეთანხმდნენ

უკრაინა და რუსეთი უახლოეს მომავალში მოლაპარაკებების მესამე რაუნდის გამართვაზე შეთანხმდნენ

03/03/2022 17:53:01 მსოფლიო

უკრაინა და რუსეთი შეთანხმდნენ უახლოეს მომავალში მოლაპარაკებების მესამე რაუნდის გამართვაზე, –იუწყება Reuters უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველ მიხაილ პოდოლიაკზე დაყრდნობით, რომელიც დღევანდელ მოლაპარაკებებში იყო ჩართული.

"უკრაინას არ მიუღია ის შედეგები, რასაც მოელოდა, მაგრამ ორივე მხარემ მიაღწია ურთიერთგაგებას მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციისთვის ჰუმანიტარული დერეფნების ერთობლივი უზრუნველყოფის შესახებ", –აცხადებს პოდოლიაკი.

შეგახსენებთ, რომ ბელარუსში დღეს უკრაინისა და რუსეთის წარმომადგენლებმა რიგით მეორე შეხვედრა გამართეს.

ცნობისთვის: რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი).

უკრაინას მსოფლიოს რიგი ქვეყნები სამხედრო დახმარებას უგზავნიან.

პარალელურად, არტილერია და ავიაცია ბომბავს უკრაინის ქალაქებს. 25 თებერვლიდან შეტევა მიმდინარეობს კიევზე. დედაქალაქიდან მოსახლეობის ნაწილი გავიდა, ნაწილი კი კიევში რჩება და თავს მეტროს სადგურებსა და თავშესაფრებს აფარებს. პრეზიდენტი და ქვეყნის ხელმძღვანელობა აცხადებენ, რომ სამშობლოს დასაცავად ბოლომდე იბრძოლებენ.

რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S