Accentnews.ge
ევროკავშირში წევრობის კანდიდატის სტატუსისთვის განაცხადი მოლდოვასაც შეაქვს

ევროკავშირში წევრობის კანდიდატის სტატუსისთვის განაცხადი მოლდოვასაც შეაქვს

03/03/2022 17:00:09 ევროპა

ევროკავშირში წევრობის კანდიდატის სტატუსისთვის განაცხადი უკრაინისა და საქართველოს შემდეგ, მოლდოვასაც შეაქვს. დოკუმენტს ოფიციალურად მოაწერა ხელი პრეზიდენტმა მაია სანდუმ.

"30 წელი დასჭირდა მოლდოვას, რომ მომწიფებულიყო, ახლა, ქვეყანა მზადაა, საკუთარ მომავალზე აიღოს პასუხისმგებლობა", - თქვა მაია სანდუმ ბრიფინგზე.

დღესვე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მოაწერა ხელი გაწევრიანების განაცხადს:

"დღეს ისტორიული დღეა საქართველოსთვის - ქვეყნის სახელით ხელს ვაწერ ევროკავშირის წევრობაზე განაცხადს, რაც აგრძელებს ჩვენი წინაპრების ძალისხმევას, რომელიც საერთო ევროპულ ოჯახში გაერთიანებისკენ იყო მიმართული".

სანდუს ამ ნაბიჯს წინ უსწრებდა უკრაინის პრეზიდენტის ზოლოდიმირ ზელენსკის მოთხოვნა, რუსეთის სამხედრო ომის პარალელურად, დაუყოვნებლივ გაწევრიანდეს მისი ქვეყანა ევროკავშირში.

გაწევრიანების განაცხადს პირდაპირ ეთერში მოაწერეს ხელი პრეზიდენტმა სანდუმ, პრემიერმა და პარლამენტის თავმჯდომარემ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S