Accentnews.ge
კულება რუსეთის მიერ საკუთარი ტერიტორიის დაბომბვის შესახებ გაფრთხილებით გამოდის

კულება რუსეთის მიერ საკუთარი ტერიტორიის დაბომბვის შესახებ გაფრთხილებით გამოდის

03/03/2022 16:54:50 ევროპა

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დიმიტრო კულება გამოდის გაფრთხილებით, რომ რუსეთი უკრაინაზე საინფორმაციო თავდასხმის განსახორციელებლად, საკუთარი ტერიტორიის დაბომბვას გეგმავს.

"რუსეთი აგებს არა მხოლოდ სახმელეთო ომს უკრაინაში, მან ასევე წააგო საინფორმაციო ომი. ცდილობს, საინფორმაციო ფრონტზე სიტუაციის გამოსწორებას და პროვოკაციებს ამზადებს", - განმარტა მან.

მინისტრის თქმით, ამის თავიდან ასაცილებლად უკრაინამ აირჩია ტაქტიკა, „გამოააშკარაოს ეს პროვოკაციები მის აღსრულებამდე“ და ამ მიზნით აქვეყნებს მონაცემებს:

„უნდა მოხდეს რუსეთის დაბომბვა, როგორც ჩანს, უკრაინის ტერიტორიიდან... ჩვენ უნდა დავბლოკოთ ასეთი ინფორმაციის ჩაყრა“, - განაცხადა მან. მანამდე მინისტრმა უკვე განაცხადა რუსეთის ფედერაციის შესაძლო მზადების შესახებ საკუთარი ტერიტორიის დაბომბვისთვის.

„უნდა მოხდეს რუსეთის გრადებით დაბომბვა როგორც ჩანს, უკრაინის ტერიტორიიდან. უნდა დავბლოკოთ მსგავსი ინფორმაციების „ჩაყრა“,– განაცხადა მინისტრმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S