ზელენსკი პუტინს მიმართავს
03/03/2022 16:34:30 მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი კრემლის ლიდერს ვლადიმერ პუტინს მიმართავს, რომელიც მერვე დღეა, უკრაინაში სრულმასშტაბიან ომას აწარმოებს, ბომბავს მშვიდობიან მოსახლეობას, სამოქალაქო ინფრასტრუქტურას და დაფიქსირდა აკრძალული იარაღის გამოყენების ფაქტიც.
„რა გინდა ჩვენგან? წადი ჩვენი მიწიდან. არ გინდა ახლა წასვლა - დაჯექი ჩემთან მოლაპარაკებების მაგიდასთან. მე თავისუფალი ვარ, დაჯექი ჩემთან. ოღონდ არა 30 მეტრის დაშორებით, როგორც ეს მაკრონთან და შოლცთან გააკეთე - მე ხომ მეზობელი ვარ. არ ვიკბინები. მე ნორმალური კაცი ვარ, დაჯექი ჩემთან და მელაპარკე. რისი გეშინია? ჩვენ არავის ვემუქრებით, ჩვენ ტერორისტები არ ვართ. ჩვენ არ ვიპყრობთ ბანკებს, ჩვენ არ ვიპყრობთ სხვის მიწებს“
მან მოლაპარაკებების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მას აზრი ყოველთვის აქვს, მაგრამ არა ისე, როგორც სადღეისოდ რუსეთი აკეთებს, რომ ყველა მოთხოვნაზე პასუხი თავად აქვტ დაწერილი, რასაც უკრაინა ვერ დასთანხმდება.
დღეს რუსეთისა და უკრაინის დელეგაციები მეორედ ხვდებიან ერთმანეთს. უკრაინული მხარისთვის პროგრამა–მინიმუმი ჰუმანიტარული დერეფნის შექმნაა.


