Accentnews.ge
Politico: უკრაინის წინააღმდეგ პუტინის ომი აშშ–ს აიძულებს, თავდაცვის სტრატეგიას გადახედოს

Politico: უკრაინის წინააღმდეგ პუტინის ომი აშშ–ს აიძულებს, თავდაცვის სტრატეგიას გადახედოს

03/03/2022 16:00:12 მსოფლიო

უკრაინაში რუსეთის შეჭრამ პენტაგონი აიძულა, თავდაცვის გრძელვადიანი გეგმები გადაეხედა,– იუწყება Politico.

ბაიდენის ადმინისტრაცია გადასინჯავს თავის ეროვნულ თავდაცვის სტრატეგიას, რომელიც წარმოადგენს გეგმას იმის შესახებ, თუ როგორ უპასუხებს პენტაგონი უსაფრთხოების მყისიერ და გრძელვადიან გამოწვევებს, რადგან აშშ და მისი მოკავშირეები ცდილობენ, უპასუხონ რუსეთის შეჭრას უკრაინაში და აღმოსავლეთ ევროპაში მოსკოვის მიერ შექმნილ საფრთხეს.

როგორც სტატიაშია აღნიშნული, მიუხედავად იმისა, რომ ადმინისტრაცია განაგრძობს ჩინეთს თავის ნომერ #1 საფრთხედ განხილვას, მიმდინარე პროცესის მცოდნე პირები ამბობენ, რომ სტრატეგიაში უკრაინის კრიზისი რუსეთზე მეტი ყურადღების გამახვილებას განაპირობებს.

უახლესი ეროვნული თავდაცვის სტრატეგია 2018 წელს გამოქვეყნდა და წარმოადგენს პენტაგონის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დოკუმენტი ბოლო წლების განმავლობაში. ამან გადაიტანა აქცენტი ახლო აღმოსავლეთის ომებიდან „ახლო“ კონკურენტებზე – ჩინეთსა და რუსეთზე. და გავლენა მოახდინა ყველაფერზე, დაწყებული ბიუჯეტიდან, დამთავრებული პროგრამებსა და ტრენინგებამდე.

თეთრი სახლი და კონგრესი უკვე განიხილავენ სამხედრო დაფინანსების გაზრდას რუსეთის წინააღმდეგ დასახმარებლად და ნატოს დასამშვიდებლად, გარდა იმისა, რომ პენტაგონის ბიუჯეტის 25 მილიარდი დოლარით გაზრდა კანონმდებლებმა დაამტკიცეს.

ადმინისტრაციამ ითხოვა 6,4 მილიარდი დოლარი უკრაინისთვის, აქედან 3,5 მილიარდი გადაეცემა პენტაგონს ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში დამატებითი ჯარების განლაგების დასაფინანსებლად. მოთხოვნა, რომელიც ასევე მოიცავს დაახლოებით 3 მილიარდ აშშ დოლარს უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარულ დახმარებისთვის, სავარაუდოდ შევა წლიური დაფინანსების პაკეტში.

აშშ–მა ცალკე დაამტკიცა 350 მილიონის დოლარის პაკეტი უკრაინისთვის იარაღისა და აღჭურვილობის მიწოდებისთვის Javelin–ებისა და საზენიტო რაკეტების Stinger–ების ჩათვლით. უკანასკნელ დღეებში ამ იარაღის ასეულობით ერთეული ჩაიტანეს პოლონეთში უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის გადასაცემად. სხვა ევროპულმა ქვეყნებმაც გაუგზავნეს სამხედრო დახმარება უკრაინას, რათა დაეხმარონ რუსეთის შემოჭრის მოგერიებაში, მათ შორის გერმანიამ გაგზავნა ჯავშანტექნიკის და საზენიტო იარაღის დიდი პაკეტი.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S