Accentnews.ge
„თურქეთი უკრაინისთვის ერთ–ერთი გარანტიაა უსაფრთხოების და ის ამ მოედანზე აუცილებლად იქნება“

„თურქეთი უკრაინისთვის ერთ–ერთი გარანტიაა უსაფრთხოების და ის ამ მოედანზე აუცილებლად იქნება“

03/03/2022 15:52:25 მსოფლიო

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის პრესკონფერენციაზე უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით თურქეთის პოზიციონირებაზე ჰკითხეს.

„პრეზიდენტ ერდოღანთან ძლიერი პირადი ურთიერთობა მაქვს. ის გვეხმარება. საქმე არ ეხება მხოლოდ დრონებს (ეს მნიშნელოვანი დახმარებაა), ბევრი საკითხია, სადაც ერდოღანი უკრაინას დაეხმარა. მე მისი მადლობელი ვარ. პოლიტიკურ დონეზეც ის ბევრ ნაბიჯს დგამს, რომ რუსეთის პრეზიდენტს ჰქონდეს გაგება, რომ უნდა შეწყვიტოს ომი. მსოფლიოში ბევრ ლიდერს არ აქვს მსგავსი შესაძლებლობა. შესაძლოა, ბევრს უნდოდეს, მაგრამ შესაძლებლობა ცოტას აქვს. ამისთვის საჭიროა, იყო სერიოზული, დიდი, გავლენის მქონე სახელმწიფო გეოპოლიტიკურ, ეკონომიკურ და ა.შ. კონტექსტში. ერდოღანი ასეთია, ძლიერი პრეზიდენტია და გვეხმარება. ამიტომ, მასთან კითხვები არ მაქვს“,– განაცხადა ზელენსკიმ.

დამატებით კითხვაზე, თურქეთს კიდევ რისი გაკეთება შეუძლია, პრეზიდენტმა უპასუხა: „ვფიქრობ, უკრაინისთვის ერთ–ერთი გარანტიაა უსაფრთხოების და ის ამ მოედანზე აუცილებლად იქნება – იმ ქვეყნებთან, რომელთაც უნდა შეიმუშავონ უსაფრთხოების გარანტიები უკრაინისთვის, როდესაც მოლაპარაკებების მადგიდასთან დავსხდებით რუსეთის პრეზიდენტთან... ის [თურქეთი] გავლენას მოახდენს ამ პროცესზე, ამის მჯერა“.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S