Accentnews.ge
ზელენსკიმ მსოფლიო გააფრთხილა, რომ კრემლის სამიზნე იქნება ყველა "ბერლინის კედლამდე"

ზელენსკიმ მსოფლიო გააფრთხილა, რომ კრემლის სამიზნე იქნება ყველა "ბერლინის კედლამდე"

03/03/2022 15:14:20 ევროპა

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, თუ მსოფლიო არ შეაჩერებს აგრესიულ რუსეთს და იმას, რაც უკრაინაში ხდება, შემდეგ მისი სამიზნე იქნება ბალტიის ქვეყნები, საქართველო და ყველა ბერლინის [გერმანიის] კედლამდე.

უკრაინის პრეზიდენტი დასავლეთს მისთვის სამხედრო თვითმფრინავების მიწოდებას სთხოვს:

"თუ უკრაინის თავზე ცის დაკეტვის უფლებამოსილება არ გაგაჩნიათ, მაშინ მოგვეცით თვითმფრინავები. თუ უკრაინა აღარ იქნება, მაშინ, ღმერთმა არ ქნას, შემდეგი შეიძლება ლიეტუვა, ლატვია, ესტონეთი გახდეს. ეს ქვეყნები ნატო-ს თავდაცვითი ალიანსის ნაწილს წარმოადგენენ, ეს კი ნიშნავს, რომ რომელიმე მათგანში რუსეთის შეჭრა რუსეთს ყველა დანარჩენ წევრთან ომის მდგომარეობაში ჩააყენებდა".

„მსოფლიომ უნდა აჩვენოს თავისი ძლიერება – არა ომი და ხალხის დაკარგვა, არამედ დიპლომატია. სანქციები ვფიქრობ, სწორი დასაწყისი იყო“,– აღნიშნა პრეზიდენტმა პრესკონფერენციაზე.

მას კითხეს, გრძნობს თუ არა შიშს:

„მე, როგორც ნებისმიერ ადამიანს, მეშინია ჩემი ახლობლების გამო. რაც შეეხება ჩემს სიცოცხლეს, ქვეყნის პრეზიდენტი ვარ და უბრალოდ არ მაქვს ამის უფლება. გვეშინია დავკარგოთ ის, რაც გაგვაჩნია. მეშინია, წარმოვიდგინო, რომ სახელმწიფო არ გვაქვს. გეკითხებიან, „საიდან ხარ?“, შენ კი პასუხობ, „ასეთი ქვეყანა აღარ არსებობს“ – აი, ამის მეშინია. მე მეშინია იმის, თუ რას დავუტოვებთ შემდეგ თაობებს“.

მერვე დღეა, უკრაინა რუსეთის სრულმასშტაბიან სამხედრო აგრესიას იგერიებს. რუსეთი ბომბავს დასახლებულ პუნქტებს, სამოქალაქო ინფრასტრუქტურას, გამოიყენა აკრძალული იარაღი.

ათასობით ადამიანი დევნილად იქცა, ასობით ადამიანი, მათ შორის ბავშვები ემსხვერპლა რუსეთის მიერ წამოწყებულ ომს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S