Accentnews.ge
უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დაიწყო

უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დაიწყო

03/03/2022 15:06:40 მსოფლიო

უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დაიწყო. შეხვედრა ბელარუსში მიმდინარეობს.

„დაიწყეთ საუბარი რუსეთის წარმომადგენლებთან. დღის წესრიგის ძირითადი საკითხები:

1. ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტა;

2. ზავი;

3.ჰუმანიტარული დერეფნები დანგრეული ან დაბომბული სოფლებიდან/ქალაქებიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციისთვის“,– წერს უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის: რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი).

უკრაინას მსოფლიოს რიგი ქვეყნები სამხედრო დახმარებას უგზავნიან.

პარალელურად, არტილერია და ავიაცია ბომბავს უკრაინის ქალაქებს. 25 თებერვლიდან შეტევა მიმდინარეობს კიევზე. დედაქალაქიდან მოსახლეობის ნაწილი გავიდა, ნაწილი კი კიევში რჩება და თავს მეტროს სადგურებსა და თავშესაფრებს აფარებს. პრეზიდენტი და ქვეყნის ხელმძღვანელობა აცხადებენ, რომ სამშობლოს დასაცავად ბოლომდე იბრძოლებენ.

რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S