Accentnews.ge
რადა გაერო–ს უკრაინაში მშვიდობისმყოფელების შეყვანას სთხოვს

რადა გაერო–ს უკრაინაში მშვიდობისმყოფელების შეყვანას სთხოვს

03/03/2022 14:08:06 ევროპა

უკრაინის უმაღლესი რადა გაეროს და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებს ქვეყნის ტერიტორიაზე მშვიდობისმყოფელების შეყვანას და არასაფრენი ზონის ორგანიზებას სთხოვს.

ამასთან, გაეროს გენერალურ მდივანს კონფლიქტის მოგვარებაში შუამდლომლობის თხოვნით მიმართავს.

უკრაინა რუსეთს ადამიანის უფლებების «გამაოგნებელ» დარღვევებში ადანაშაულებს.

"ბოლოდროინდელი მოვლენები ნათლად მეტყველებს იმაზე, რომ უკრაინაში მყოფი რუსული ჯარი ადამიანის უფლებების გამაოგნებელ დარღვევას სჩადის, სისტემატიურად ახორციელებს რა მოქმედებებს, რომლებიც აშკარად უტოლდება სამხედრო დანაშაულებსა და კაცობრიობის წინააღმდე დანაშაულს. ვთვლით, რომ გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭომ წამყვანი როლი უნდა შესრულოს ძალისხმევის გაერთიანებაში ჩვენი ქვეყნის მიმართ დანაშაულის გამო რუსეთის პასუხისგების უზრუნველსაყოფად. ეს სწორედ ის გადამწყვეტი მომენტია – და არა მარტო გადარჩენისთვის მებრძოლი ჩვენი ქვეყნისათვის, არამედ ადამიანის უფლებათა მთელი საერთაშორისო სისტემისთვის, მისი ფუნდამენტური ინსტიტუტებისა და გაერო-ს ამ საბჭოს წევრთათვისაც, ვისაც ადამიანის უფლებათა დაცულობის უზრუნველყოფა ავალია", - განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ჯაპაროვამ.

გაეროს წევრებმა დაგმეს მოსკოვის ქმედება და მოითხოვეს რუსეთის ჯარის „უპირობო“ გასვლა უკრაინის ტერიტორიიდან.

გაეროს ლტოლვილთა უწყების ცნობით, 3 მარტისთვის უკრაინა დატოვა მილიონმა ადამიანმა, რომლებიც თავშესაფარს ეძებენ მეზობელ ქვეყნებში. აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ვირტუალურ შეხვედრას გამართავს ინდოეთის, ავსტრალიის და იაპონიის ლიდერებთან უკრაინაში რუსეთის შეჭრის საპირისპირო ზომების გარშემო მოსალაპარაკებლად.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S