Accentnews.ge
უკრაინის სანაპიროსთან აფეთქების შედეგად ესტონეთის სატვირთო გემი ჩაიძირა

უკრაინის სანაპიროსთან აფეთქების შედეგად ესტონეთის სატვირთო გემი ჩაიძირა

03/03/2022 14:03:34 ევროპა

ესტონეთის საზღვაო სააგენტოს ცნობით, უკრაინის სანაპიროსთან აფეთქების შედეგად ჩაიძირა მის დაქვემდებარებაში არსებული სატვირთო გემი.

საზღვაო სააგენტო „ვისტას“ ინფორმაციით, ინციდენტი 3 მარტს, უკრაინის სანავსადგურო ქალაქ ოდესასთან მოხდა.

დაზუსტებული არ არის, რამ გამოიწვია აფეთქება.

Reuters სააგენტოს წარმომადგენელზე დაყრდნობით იუწყება, რომ ეკიპაჟის ორი წევრი მაშველებმა გადაარჩინეს, კიდევ ორი წევრი დაკარგულია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S