Accentnews.ge
აფხაზეთის ომში დაღუპული მეომრების დედებს 3 მარტი მიულოცეს

აფხაზეთის ომში დაღუპული მეომრების დედებს 3 მარტი მიულოცეს

03/03/2022 12:40:12 საზოგადოება, რეკლამა

დედის დღესთან დაკავშირებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ აფხაზეთის ომში დაღუპული ძმების, ვასილ და ნიკოლაი გარაშენკოების დედა, ლარისა გარაშენკო მოინახულა და დედის დღე მიულოცა. რუსლან აბაშიძემ მადლობა გადაუხადა ღირსეული ვაჟკაცების აღზრდისა და მათი გმირული თავდადებისთვის.

დღესვე, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანმა 3 მარტი მიულოცა ჟუჟუნა ხარძიანს, რომელმაც ომში 2 შვილი და მეუღლე დაკარგა.

დედის დღესთან დაკავშირებით, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის რუსლან აბაშიძის გადაწყვეტილებით, აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტის დროს დაღუპული 266 მეომრის დედას ერთჯერადი ფინანსური დახმარება გაეწია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S