Accentnews.ge
უსაფრთხოების სამსახურმა ისაუბრა დივერსანტებსა და მოღალატეებზე, რომლებიც რუსულ მხარეს უწევდნენ დახმარებას

უსაფრთხოების სამსახურმა ისაუბრა დივერსანტებსა და მოღალატეებზე, რომლებიც რუსულ მხარეს უწევდნენ დახმარებას

03/03/2022 12:27:06 ევროპა

უკრაინის უსაფრთხოების სამსახური იუწყება, რომ 2 მარტს სხვადასხვა ქალაქში რამდენიმე დივერსანტი იპოვეს. იმავდროულად უწყება გამოდის შეხსენებით, სახელმწიფოს ღალატი მძიმე დანაშაულია და რომ ყველა დივერსანტი პასუხს აგებს.

კერძოდ, უწყების ცნობით, უსაფრთხოების სამსახურმა დააკავა მეხანძრე, რომელიც ხელმძღვანელობდა რუსული ძალის შეტევას ივანო-ფრანკოვსკის აეროდრომზე. ირკვევა, რომ ის ქალაქში უკრაინაში რუსეთის მიერ ფართომასშტაბიან შეჭრამდე ერთი დღით ადრე ჩავიდა, აეროპორტის მიმდებარედ დასახლდა და რუსეთს სარაკეტო იერიშის განხორციელებამდე ობიექტის კოორდინატები მიაწოდა. დაბომბვის შედეგად აეროპორტის ინფრასტრუქტურა განადგურდა და ამის შესახებაც მიაწოდა მან მოწინააღმდეგე მხარეს ცნობები. ის უკრაინულმა მხარემ სხვა სტრატეგიულ ობიექტზე დააკავა.

უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, სპეცრაზმმა კიევში გაანეიტრალა დივერსიული ჯგუფი, რომელთა ამოცანაც დედაქალაქში არსებული სამხედრო ნაწილების ადგილმდებარეობის შესახებ მონაცემების შეგროვება იყო. გადარჩენილი დივერსანტები სამართალდამცველებს გადასცეს.

გარდა ამისა, უწყებამ ზაპოროჟიეში დააკავა ადგილობრივი, რომელიც მისი ცნობით, რუსეთის მხრიდან ფულად ანაზღაურებას დასთანხმდა, უკრაინელი სამხედროების პოზიციები გადაიღო და მასალა რუს კურატორებს გადაუგზავნა.

უსაფრთხოების სამსახური იუწყება, რომ ლუგანსკის რეგიონში მოღალატეები ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის გამოავლინეს:

„ჩვენი გამომძიებლები იძიებენ ლუგანსკის ოლქის მარკოვსკაიასა და მილოვსკაიას გაერთიანებული ტერიტორიული თემების ლიდერების მიერ ჩადენილ სახელმწიფო ღალატს, რომლებიც მტრის მხარეს გადავიდნენ. მათ ადგილობრივ მოსახლეობას მოუწოდეს, წინააღმდეგობა არ გაეწიათ ოკუპანტებისთვის და წვლილი შეიტანეს უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო აგრესიაში“.

უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, ორი მოღალატე ამხილეს ქალაქ სმელაში:

„ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მტერთან გაქცევას და დამპყრობლების დახმარებას გეგმავდნენ. ახლა მიმდინარეობს გამოძიება, მათ 15–წლიანი პატიმრობა ემუქრებათ“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S