Accentnews.ge
ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: "დასავლეთმა SWIFT-დან ყველა რუსული ბანკი უნდა დაბლოკოს"

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: "დასავლეთმა SWIFT-დან ყველა რუსული ბანკი უნდა დაბლოკოს"

03/03/2022 11:58:48 მსოფლიო

გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრ ლიზ ტრასის განცხადებით, დასავლეთმა ფინანსური სიტემა SWIFT-დან ყველა რუსული ბანკი უნდა გააძევოს.

„ჩვენ ვიმუშავეთ ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ევროკავშირთან და G7-თან ერთად, რათა შეგვეწყვიტა რუსული საომარი მანქანის დაფინანსება. თუმცა ჩვენ კიდევ უფრო შორს უნდა წავიდეთ“, – განაცხადა მინისტრმა.

ცნობისთვის: რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი).

უკრაინას მსოფლიოს რიგი ქვეყნები სამხედრო დახმარებას უგზავნიან.

პარალელურად, არტილერია და ავიაცია ბომბავს უკრაინის ქალაქებს. 25 თებერვლიდან შეტევა მიმდინარეობს კიევზე. დედაქალაქიდან მოსახლეობის ნაწილი გავიდა, ნაწილი კი კიევში რჩება და თავს მეტროს სადგურებსა და თავშესაფრებს აფარებს. პრეზიდენტი და ქვეყნის ხელმძღვანელობა აცხადებენ, რომ სამშობლოს დასაცავად ბოლომდე იბრძოლებენ.

რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S