Accentnews.ge
მედია –  "რუსეთში მოსწავლეებს ომის აუცილებლობის შესახებ ასწავლიან"

მედია –  "რუსეთში მოსწავლეებს ომის აუცილებლობის შესახებ ასწავლიან"

03/03/2022 11:46:54 მსოფლიო

"რუსეთში მოსწავლეებს ომის აუცილებლობის შესახებ ასწავლიან", – იუწყება დასავლური მედია.

მისივე ცნობით, "რუსეთის განათლების სამინისტრომ განაცხადა, რომ სკოლის მოსწავლეებს ვირტუალური გაკვეთილების მეშვეობით, მთელი ქვეყნის მასშტაბით აუხსნიან, თუ რატომა არის უკრაინის განთავისუფლება აუცილებელი. მოსწავლეებს ასწავლიან იმ "საფრთხის" შესახებ, რასაც ნატო რუსეთისთვის წარმოადგენს“.

ცნობისთვის: რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი).

უკრაინას მსოფლიოს რიგი ქვეყნები სამხედრო დახმარებას უგზავნიან.

პარალელურად, არტილერია და ავიაცია ბომბავს უკრაინის ქალაქებს. 25 თებერვლიდან შეტევა მიმდინარეობს კიევზე. დედაქალაქიდან მოსახლეობის ნაწილი გავიდა, ნაწილი კი კიევში რჩება და თავს მეტროს სადგურებსა და თავშესაფრებს აფარებს. პრეზიდენტი და ქვეყნის ხელმძღვანელობა აცხადებენ, რომ სამშობლოს დასაცავად ბოლომდე იბრძოლებენ.

რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S