
ლუკაშენკო: „სურთ, უკრაინაში ომში ჩაგვრთონ, ჩვენ საკუთარ მიწაზე დავიხოცებით“
03/03/2022 11:34:45 ევროპა
ბელარუსის პრეზიდენტის ჩივის, რომ „სურთ, ბელარუსი უკრაინაში ომში ჩაითრიონ“, თუმცა, როგორც თავად ხაზგასმით აღნიშნა, ქვეყანა მხოლოდ საკუთარ მიწაზე იბრძოლებს.
"უნდა იცოდეთ, რომ ყველაზე ძვირფასი თქვენ და თქვენი შვილები ხართ. მათ უნდა იცხოვრონ მშვიდობიანი, ნათელი ცის ქვეშ. თქვენ ხედავთ, რომ მათ უბრალოდ სურთ, ჩაგვრთონ ომში უკრაინაში, რათა ჩვენ გავაშიშვლოთ ჩვენი სხვა საზღვრები. მაშინ ისინი სწრაფად „მოგვივლიან“, დროც არ გვექნება, უკრაინიდან დავბრუნდეთ თავის დასაცავად. ეს ტაქტიკაა და ეს ჩვენ ვიცით“- განაცხადა ლუკაშენკომ 3 მარტის მიმართვისას.
მისი თქმით, ჯერ „მოუვლიან“ რუსეთს, შემდეგ ბელარუსს, რომ შემდეგ დაიწყოს ის, რაც 2020 წელს“. სწორედ ამ დროს გაიმართა მასშტაბური საპროტესტო აქციები ბელარუსში, რომელიც ლუკაშენკომ ძალის გამოყენებით ჩაახშო.
„ჩვენ ვიბრძოლებთ და დავიხოცებით ჩვენი მიწისთვის ჩვენს მიწაზე“ განაცხადა ლუკაშენკომ და დასძინა, რომ ჯერ არ არის ნიშნება
2 მარტის საღამოს პენტაგონმა განაცხადა, რომ ამჟამად არ არსებობს ცნობები ლუკაშენკოს მზადყოფნის თაობაზე, რუსეთის მხარეს იბრძოლოს უკრაინაში.
1 მარტს გაჩნდა ინფორმაცია ჩერნიგოვის რეგიონში ბელარუსი ჯარისკაცების გადაადგილების თაობაზე. მას შემდეგ ამ თემაზე ახალი ინფორმაცია არ გავრცელებულა, თუმცა მანამდე არსებობდა ცნობები ბელარუსის პილოტების მონაწილეობის თაობაზე.
ამასთან, უკრაინის ტერიტორიაზე რუსი სამხედროები და ტექნიკა ბელარუსის მხრიდან შევიდა, ასევე ხორციელდებოდა სარაკეტო დარტყმები.