Accentnews.ge
"არ ველოდებოდით, რომ სანქციებს სპორტსმენებს, მედიასა და მსახიობებსაც დაუწესებდნენ"

"არ ველოდებოდით, რომ სანქციებს სპორტსმენებს, მედიასა და მსახიობებსაც დაუწესებდნენ"

03/03/2022 11:41:11 მსოფლიო

რუსეთი სანქციებისთვის მზად იყო, მაგრამ გაოცებული ვართ, რომ ეს ზომები შეეხო, მათ შორის სპორტსმენებსა და მედიას, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა.

„მზად ვიყავით სანქციებისთვის, მაგრამ არ ველოდებოდით, რომ სანქციებს სპორტსმენებს, მედიასა და მსახიობებსაც დაუწესებდნენ", – დასძინა მან.

ცნობისთვის: რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი).

უკრაინას მსოფლიოს რიგი ქვეყნები სამხედრო დახმარებას უგზავნიან.

პარალელურად, არტილერია და ავიაცია ბომბავს უკრაინის ქალაქებს. 25 თებერვლიდან შეტევა მიმდინარეობს კიევზე. დედაქალაქიდან მოსახლეობის ნაწილი გავიდა, ნაწილი კი კიევში რჩება და თავს მეტროს სადგურებსა და თავშესაფრებს აფარებს. პრეზიდენტი და ქვეყნის ხელმძღვანელობა აცხადებენ, რომ სამშობლოს დასაცავად ბოლომდე იბრძოლებენ.

რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S