"რუსეთი სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის შემთხვევაშიც დაასრულებს უკრაინის დემილიტარიზაციას"
03/03/2022 11:15:39 მსოფლიო
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ "რუსეთი სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის შემთხვევაშიც დაასრულებს უკრაინის დემილიტარიზაციას".
მისი თქმით, "რუსეთის ოპერაცია უკრაინაში მოლაპარაკებების პერიოდშიც გაგრძელდება".
„ჩვენ მზად ვართ, ვისაუბროთ, მაგრამ გავაგრძელებთ ჩვენს ოპერაციას. თავს ვერ მივცემთ უფლებას, უკრაინაში შენარჩუნდეს ინფრასტრუქტურა, რომელიც რუსეთის უსაფრთხოებას ემუქრება. დემილიტარიზაცია იმ სამხედრო ინფრასტრუქტურის განადგურების კუთხით, რომელიც საფრთხეს გვიქმნის, ბოლომდე გაგრძელდება, თუნდაც სამშვიდობო შეთანხმებას მოვაწეროთ ხელი“, – განაცხადა ლავროვმა.
ამასთან, ლავროვმა დაადასტურა, რომ მოლაპარაკებები რუსეთისა და უკრაინის დელეგაციებს შორის დღეს შედგება.


